თბილისის ინფექციური საავადმყოფოს რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მყოფ რვა პაციენტთან დაკავშირებით კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია.
მისივე თქმით, კვლევის შედეგებს კიდევ ექვსი პაციენტის შემთხვევაში ელოდებიან.
„რვა პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და რვავესთან უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული, დღეს საღამოს აღებულია ექვს პაციენტზე კვლევა“ ,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ამასთან, ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე 32 პაციენტი მკურნალობს.
„მდგომარეობა არ შეცვლილა, ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს სამი მძიმე ავადმყოფი. ორი ქალბატონი შედარებით ასაკოვანი. ერთს აქვს თანარსებული დაავადება, ჰიპერტონული დაავადება, მეორეს რომელიც უფრო მაღალი ასაკით მაღალ რისკში გადის, მძიმე ნევრლოგიური დაავადება. ორივე პაციენტი ისევ პროგნოზულად, პროგრესისერების თვალსაზრისით მძიმე პაციენტებად მოიაზრებიან. კიდევ ერთი პაციენტი გვყავს მძიმე, რომელიც გუშინ დაგვემატა. შუახანს გადაცილებული პირია, რომელსაც თანარსებული დაავადება აქვს შაქრიანი დიაბეტის სახით და საკმაოდ მძიმე პნევმონია. დაწყებულია მკურნალობა, ვნახოთ დინამიკაში რა სიტუაცია გვექნება. ამ წუთში თითქოს სტაბილური სიტუაციაა, მაგრამ ამ პაციენტთანაც პროგნოზი შეიძლება სერიოზული იყოს. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამ ეტაპზე ყველაფერი მშვიდად არის და არავითარი გართულებების რისკი ამ წუთში არ მოიაზრება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.