თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კიდევ 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 16 პაციენტს, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტი გუშინ ჩაუტარდათ, ინფექცია არ დაუდასტურდათ.
მისივე თქმით, 16-ვე პაციენტი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
„16 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა, ტესტირება ახალ კრონავირუსზე. თექვსმეტივესთან მიღებულია ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი. შესაბამისად, 16-ვე გადაყვანილ იქნა საკარანტინო სივრცეში“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას ინფორმაციით, ამჟამად კლინიკაში 24 პაციენტი რჩება. მათგან ტესტი ჩასატარებელი აქვს 11 პაციენტს, რომლებსაც ცხვირ-ხახის ნაცხს დღეს აუღებენ.