თბილისის ინფექციური საავადმყოფო უახლოეს დღეებში შესაძლოა, კორონავირუსისგან განკურნებულმა კიდევ რვა პაციენტმა დატოვოს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, უახლოეს დღეებში შესაძლოა, კორონავირუსისგან განკურნებული კიდევ 7-8 პაციენტი გაეწეროს ბინაზე.
„ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, თუმცა დინამიური პროცესია ეს და უახლოეს დღეებში დაგვემატება ჩვენ გამოჯანმრთელებულები. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით მეტი გამოჯანმრთელებული გვეყოლება. დაახლოებით 7-8 პაციენტამდე შეიძლება უახლოესი 3-4 დღის განმავლობაში კიდევ დატოვოს კლინიკა და სრულიად გამოჯანმრთელებულები გაეწერონ ბინაზე, იზოლაციაში “ , – განაცხადა გოგინავამ.
ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსისგან 22 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 26.