თბილისის ინფექციური საავადმყოფო დღეს ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, კლინიკაში მიიღეს ორი ახალი პაციენტი
თბილისის ინფექციური საავადმყოფო დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პაციენტმა დატოვა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, კლინიკაში დღეს ორი ინფიცირებული პაციენტიც მიიღეს.
„ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ამჟამად გვყავს 23 კოვიდინფიცირებული. დღეს გამოჯანმრთელდა ორი, რომლებიც გაეწერნენ და შემოვიდა ორი ახალი პაციენტი. განსაკუთრებული სიმძიმით არც ერთი პაციენტი არ გამოირჩევა. საყურადღებოები არიან“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
მისი თქმით, ორი ახალი შემთხვევა ინფიცირებულებულთან კონტაქტს უკავშირდება.
„ერთი პაციენტი უკვე იწვა ჩვენთან და მისი ოჯახის წევრები არიან. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ძალიან მძიმე პაციენტი კლინიკაში არ გვყავს. ახალი ინფიცირებულები ვნახოთ, დინამიკაში როგორ წავლენ. ხვალისთვის ველოდებით რამდენიმე რეტესტირებას, თუმცა ეს პირველი რეტესტირებაა და გაწერა არ იქნება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.