თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ტესტი დღეს კიდევ შვიდ პაციენტს ჩაუტარდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში სულ კორონავირუსით ინფიცირებული 34 პაციენტი იმყოფება.
მისივე თქმით, კლინიკაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ჯამში 45-ს შეადგენს, აქედან 11 გაწერილია, ხოლო ერთის, მეთორმეტე გამოჯანმრთელებული პაციენტის კლინიკური მდგომარეობა ფასდება და, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში გადაწყდება მისი ბინაზე გაწერა.
რაც შეეხება ახალ პაციენტებს, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ დილის მონაცემებით, კორონავირუსზე ტესტი კიდევ შვიდ პირს ჩაუტარდება.