თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ორის მდგომარეობა დასტაბილურდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ორის მდგომარეობა უკვე დასტაბილურებულია.
„გვყავდა ოთხი მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომელთაგან ორი უკვე დასტაბილურდა და ჩვეულებრივ განყოფილებაშია გადაყვანილი. ორი გვრჩება კვლავ მძიმე პნევმონიით, თუმცა აქაც შეინიშნება გაუმჯობესება. იმედი მაქვს, ორ დღეში ჩვეულებრივ განყოფილებაში გადავლენ“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 46 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდ19-ით სამი პაციენტია გარდაცვლილი.