თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ რამდენიმე პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ რამდენიმე პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, შედარებით ახალი პაციენტების მდგომარეობა დინამიკაში მეტ-ნაკლებად გაუარესდა და მათ პნევმონია აღენიშნებათ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს ამ დროისთვის მძიმე პნევმონიით შვიდი პაციენტი ჰყავს.

„იცით, შეგვემატა საკმაოდ ბევრი პაციენტი. ამ პაციენტებიდან დინამიკაში მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გაუარესდა, ანუ გამოვლინდა თანდათანობით პნევმონია. ჩვენ გვყავდა ორი პაციენტი მძიმე პნევმონიით და შეგვემატა ამ ეტაპზე ხუთი პაციენტი.

ამ პაციენტებთანაც გამოვლინდა პნევმონია. ეს პნევმონიაც ჯერჯერობით პროგრესირებს და ვნახოთ, დაწყებული მკურნალობის ფონზე, თუ პროგრესირება არ გაგრძელდება, სტაბილიზაციის შემდეგ ალბათ დაგვეწყება გამოჯანმრთელება“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.