თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ხვალისთვის კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ხვალისთვის კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
ამის შესახებ კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„ამჟამად ინფექციური პათოლოგიის ცენტრში გვყავს 20 ინფიცირებულებული. დღეს გამოჯანმრთელდა შვიდი პაციენტი, ხვალისთვისაც ველოდებით ახალ გამოჯანმრთელებულებს. მათთან პირველადად უარყოფითი პასუხები მივიღეთ და ხელახალი ტესტი ჩაუტარდებათ გამოჯანმრთელებაზე.
დღეს შემოსულია ერთი პაციენტი, გუშინაც ერთი პაციენტი შემოვიდა. მათი მდგომარეობა მძიმე არ არის ამ ეტაპზე. გვყავდა მძიმე პაციენტები, რომელთა მდგომარეობაც გაუმჯობესდა. ინფიცირებულებულთაგან ორი არასრულწლოვანია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხვალ დაახლოებით ველოდებით სამ-ოთხ გამოჯანმრთელებულს“, – აცხადებს მარინა ენდელაძე.