თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ხვალ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ხვალ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.
მისივე თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი რჩება.
„გვყავს ორი მძიმე პაციენტი. აქედან ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მეორე პაციენტთან გრძელდება კვლევები და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა, რათა მოხდეს მისი მდგომარეობის დასტაბილურება. ასევე, გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები. არიან ახალი პაციენტები, რომლებთანაც ტარდება შესაბამისი ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები და უახლოეს 48 საათში ველოდებით გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, დაახლოებთ სამ-ხუთ პაციენტს“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.