ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვნების მდგომარეობა სტაბილურია
თბილისის ინფექციურ კლინიკაში შვიდი კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანი იმყოფება, – ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„შვიდი არასრულწლოვანი გვყავს და მდგომარეობა სტაბილურია. არ გაუარესებულა მათი მდგომარეობა. დინამიურად ვაკვირდებით, რადგან ვიცით, რომ ორი კვირის განმავლობაში სტაბილური სიტუაცია ჩვენთვის არის კარგი შედეგი. ეს ნიშნავს, რომ თუ არ პროგრესირებს დაავადება ორი კვირის განმავლობაში სტაბილური სიტუაციიდან, უკვე გამოჯანმრთელება გვეწყება. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით სტაბილური სიტუაცია გვაქვს და თუ მათთან ეს მდგომარეობა სტაბილურად შენარჩუნდება, გამოსავალი ალბათ კარგი იქნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.