თბილისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული რვა ახალი და კიდევ ხუთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს
თბილისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული რვა ახალი პაციენტია მოთავსებული, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, რვავე პირი ერთი კონტაქტის წარმომადგენელია.
„ჩვენთან რვა პაციენტი არის შემოსული. ეს არის თბილისის რვა შემთხვევა, ერთი კონტაქტის ყველა შემთხვევა. მათი მდგომარეობა მსუბუქად არის შეფასებული. დღეს ჩატარდება რადიოლოგიური კვლევა და ამის შედეგად გადავწყვეტთ მათი მდგომარეობის შეფასებას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მასთან, მისი თქმით, თბილისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„ოთხმა კლინიკა უკვე დატოვა, ერთი ალბათ დღეს დატოვებს. ამ ეტაპზე, გვყავს 43 დადასტურებული „კოვიდინფიცირებული“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.