თბილისის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

გლდანის რაიონში, გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 11:00-დან 12:00 საათამდე შეეზღუდებათ. ასევე 12:30-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის აბონენტებზეც.

10:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიაზე შეზღუდვა გავრცელდება დიდგორის რაიონშიც, კერძოდ,
სოფლებზე: ტაბახმელა, შინდისი და წავკისი.

ელექტროენერგია დროებით შეუწყდება სამგორის რაიონსაც. 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, სადგურ ლილოს, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა, ჭირნახულის, წუწუნავას, დავით კაკაბაძის, ვაჟა ბანეთიშვილის, გოკიელის, სააკაძის, თენგიზ ჩანტლაძის, მუხაძის, ფიროსმანის, ამირანაშვილის, ესენინისა და პეტრიწის ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00-დან 14:00 საათამდე შეიზღუდება ივანე ჯავახიშვილის, ტოლსტოის, ნეკრასოვისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე.

საბურთალოს რაიონში 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ სოფელ დიღმისა და დიღმის მასივის III მიკრორაიონის ნაკვეთების მაცხოვრებლებს. ასევე 10:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, ბალანჩივაძის, ახალშენისა და დოლიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ გავრცელდება ჯიქიას ქუჩაზეც.

13:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხებათ ქავთარაძის ქუჩის აბონენტებს. 14:00-დან 16:00 საათამდე კი ელექტრომომარაგება შეუწყდებათ ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, VI, VII კვარტლების, შალვა ნუცუბიძის, შავიშვილის, ჯიქიას, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის, უნივერსიტეტის, პეტრე ქავთარაძის, მარიჯანის და მინდელის ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება 13:00-დან 15:00 საათამდე, კერძოდ: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლისა და გია რომელაშვილის ქუჩებზე.

„კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებატ“,- აღნიშნულია “თელასის” განცხადებაში.