გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ცხრა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
„დიდუბის რაიონში ელექტროენერგია 10:00-დან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ წერეთლის გამზირის, სამტრედიის, აგლაძის, ბაღის, ხოშარაულის, ტრანსპორტის, მირცხულავას და წყალტუბოს ქუჩებზე.
სამგორის რაიონის, კერძოდ მოსკოვის გამზირის მცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 11:00-დან 17:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდებათ.
11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნავთლუღის II დასახლების VII ქუჩის (ნაწილობრივ), რაზიკაშვილის, ჭიჭინაძის, ფაღავას და გუმათჰესის ქუჩებს.
ჩუღურეთის რაიონში ელექტროენერგია 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ლებანიძის, წინამძღვრიშვილის და ბაქოს ქუჩებზე.
10 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგია ნაწილობრივ შეიზღუდება გლდანის რაიონში, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის V, VIII მიკრორაიონების, ჯანჯღავას და კაჭარავას ქუჩებზე.
საბურთალოს რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 11 საათიდან 17 საათამდე შეუწყდებათ. კერძოდ იყალთოს მთის, ფანასკერტელი-ციციშვილის, ბახტრიონის, ტეხურის, ანდღულაძის, ნატახტარის, ქარელის, ბაკურციხის, წინაუბნის, ტუსკიას და იყალთოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, გამრეკელის და ნუცუბიძის ქუჩებსაც.
ისნის რაიონში ელექტროენერგია 11 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, პეტეფის და კვაჭანტირაძის ქუჩებზე.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე კი შეზღუდვა გავრცელდება წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კვეზერელი-კოპაძის, ნიორაძის, გუთნის და ქურხულის ქუჩების მცხოვრებლებზე.
11 საათიდან 11:30 საათამდე ელექტრომომარაგება ნაწილობრივ შეეზღუდება სამგორის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ელექტრომომარაგებაზე შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩებს.
ელექტროენერგია შეწყდება კრწანისის რაიონშიც, გორგასლის ქუჩაზე 10 საათიდან 18 საათამდე.
ნაძალადევის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10 საათიდან 17 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), ხეხილ-სანერგე მეურნეობის და ლოტკინის სანერგე მეურნეობის მცხოვრებლებზე.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.