თბილისის ბოტანიკურ ბაღში ღონისძიება „მოდი ბაღში დედასთან ერთად“ გაიმართება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სადღესასწაულო სივრცეში დღეს ღონისძიება სახელწოდებით „მოდი ბაღში დედასთან ერთად“ გაიმართება.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ნინო ჩაკვეტაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციართა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და ჩატარდება ზალიკო სულაკაურის ხატვის გაკვეთილი. სტუმრებს გასართობ პროგრამას Show-Time-ი წარუდგენს.
ღონისძიებას თბილისის მერიის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიებაზე სტუმრებს 12:00-დან 18:00 საათამდე უმასპინძლებენ.
საქართველოში დღეს, სამ მარტს დედის დღე აღინიშნება.