თბილისის ბიუჯეტში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაა
თბილისის ბიუჯეტში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და განვითარება დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისი მიმართულებით, თბილისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში 130 მილონ-ნახევარი ლარია გამოყოფილი.

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აღდგენისა და მოვლა-შეკეთებისთვის 95 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული და 1 045 300 კვმ გზების კაპიტალური და 675 900 კვმ გზების მიმდინარე შეკეთებაა გათვალისწინებული. პირველად წარდგენილ ბიუჯეტთან შედარებით პროგრამა 4,4 მლნ ლარით არის გაზრდილი.

საგზაო ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხა სოფელ დიღომში რამდენიმე გზის კაპიტალურ შეკეთებას, ლაგუნასთან გზის გაფართოებას, დედაქალაქში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციასა და კაპიტალურ შეკეთებას ითვალისწინებს.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტში 34 604,8 ათასი ლარია გათვალისწინებული ვაგზლის მოედანზე, სამივე ხაზის ზედა და ქვედა ვესტიბიულების, თავისუფლების, რუსთაველის, მარჯანიშვილის, ისნის, წერეთლის, სამედიცინო უნივერსიტეტისა და ნაძალადევის მეტროსადგურების კაპიტალური შეკეთებისთვის.