თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რეგისტრაციის დაწყებიდან ერთი საათის მდგომარეობით უკვე რეგისტრირებული იყო 3 500-მდე აღსაზრდელი.
მათივე ინფორმაციით, ვებგვერდზე მაღალი მიმართვიანობის გამო შესაბამისი პროგრამა ახდენს მომლოდინე აპლიკანტთა პრიორიტეტიზაციას, რის გამოც შესაძლოა, დაგვიანდეს რეგისტრაციის დადასტურება.
„მოთხოვნა საზაფხულო ბაღებზე დედაქალაქში არის საკმაოდ მაღალი, თუმცა 2024 წელს საზაფხულო ბაღების, შესაბამისად, ვაკანსიების რაოდენობაც არის გაზრდილი 18 000-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეტაპობრივად დარეგისტრირდება ყველა აპლიკანტი. ხოლო ადგილების შევსების შემთხვევაში მშობლებმა უნდა მიმართონ სასურველი ბაღის ადმინისტრაციას, რომელიც მათ დაეხმარებათ რეგისტრაციაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.