თბილისის ანძა უკრაინის, ხოლო საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშების ფერებში განათდება
უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, დღეს თბილისის ანძა უკრაინის სახელწიფო დროშის ფერებში განათდება. ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
„სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს! – ეს იქნება თბილისის კიდევ ერთი გზავნილი მეგობარი კიევისადმი“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
ასევე, მერიის ცნობით, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება.