თბილისის ანძა უკრაინის, ხოლო საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშების ფერებში განათდება

15:32, 16.02.2022

უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, დღეს თბილისის ანძა უკრაინის სახელწიფო დროშის ფერებში განათდება. ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

„სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს! – ეს იქნება თბილისის კიდევ ერთი გზავნილი მეგობარი კიევისადმი“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ასევე, მერიის ცნობით, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება.

მსგავსი