თბილისის ახალი მერის, კახა კალაძის ერთ-ერთი მოადგილე სავარაუდოდ ილია ელოშვილი იქნება
თბილისის ახალი მერის, კახა კალაძის ერთ-ერთი მოადგილე, პირველი არხის ინფორმაციით, ენერგეტიკის მოქმედი მინისტრი ილია ელოშვილი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, კახა კალაძე ახალი მოადგილეების, მათ შორის ილია ელოშვილის შესახებ დღეს, მას შემდეგ განაცხადებს, რაც მერის უფლება-მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.
რაც შეეხება ენერგეტიკის სამინისტროს, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს უერთდება.