თბილისის ახალი მერის, კახა კალაძის ერთ-ერთი მოადგილე სავარაუდოდ ილია ელოშვილი იქნება

08:22, 13.11.2017

თბილისის ახალი მერის, კახა კალაძის ერთ-ერთი მოადგილე, პირველი არხის ინფორმაციით, ენერგეტიკის მოქმედი მინისტრი ილია ელოშვილი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, კახა კალაძე ახალი მოადგილეების, მათ შორის ილია ელოშვილის შესახებ დღეს, მას შემდეგ განაცხადებს, რაც მერის უფლება-მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.

რაც შეეხება ენერგეტიკის სამინისტროს, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს უერთდება.

მსგავსი