თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა.
ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს თვითმხილველებმა მიაწოდეს.
პირველი არხი დაუკავშირდა შსს-სა და აეროპორტს, სადაც კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავეს.
პირველი არხის გადამღები ჯგუფი უკვე გავიდა შემთხვევის ადგილზე და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.