თბილისის აეროპორტში „ემბრაერის“ უახლესი მოდელის თვითმფრინავი წარადგინეს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ემბრაერის“ უახლესი მოდელის Shark E190-E2 პრეზენტაცია გაიმართა.
თვითმფრინავი, რომლის ბორტი 104 მგზავრზეა გათვლილი, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა და Embraer Commercial Aviation-ის ევროპის, რუსეთის და ცენტრალური აზიისა და ლიზინგის ვიცე-პრეზიდენტმა მარტინ ჰოლმსმა წარადგინეს. მედიის წარმომადგენლებისთვის თბილისიდან ბათუმის მიმართულებით საჩვენებელი ფრენაც მოეწყო.