თბილისის აეროპორტის გაფრენის ტერმინალში თანამშრომლებს შესვლის უფლება მისცეს
თბილისის აეროპორტის გაფრენის ტერმინალში თანამშრომლებს შესვლის უფლება მისცეს. ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
მისივე ინფორმაციით, ცოტა ხნის შემდეგ გაფრენის ტერმინალში მგზავრებს შეუშვებენ.
რაც შეეხება მოფრენის ტერმინალს, იქ ჯერ კიდევ სამართალმცველები არიან მობილიზებული.
ცოტა ხნის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ევაკუაცია განხორციელდა როგორც ახალი, ისე ძველი აეროპორტის ტერიტორიიდან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაციასთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ, რომ „112“-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება.