თბილისის 32 საჯარო ბაგა-ბაღის სამზარეულო ბლოკებში ახალი ტექნიკა შევა – ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, ამჟამად არსებულ გაზქურებს ელექტროქურები ჩაანაცვლებს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამზარეულო ტექნიკის შესყიდვა თბილისის გაზმომარაგების კომპანია „ყაზტრანსგაზის“ რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელდა.
მათივე ინფორმაციით, კომპანიის ექსპერტებმა სამზარეულო ბლოკები, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართვის შემდეგ, ყველა იმ ბაგა-ბაღში შეისწავლეს, სადაც გაზქურებით სარგებლობდნენ.
აღსანიშნავია, რომ დანარჩენ ბაგა-ბაღებში ელექტროქურები უკვე დამონტაჟებულია. ბავშვთა უსაფრთხოება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრიორიტეტია და ამ კუთხით, საჯარო ბაგა-ბაღებში არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.