თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში „ფრანკოფონია 2019-ის" გამარჯვებულები დააჯილდოეს
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში „ფრანკოფონია 2019″-ის კონკურსების გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
„ფრანკოფონია 2019″-ის ფარგლებში ფრანგულმა ინსტიტუტმა საქართველოში, მოსწავლეებისთვის კალიგრამების, ვიდეორგოლების, სლამის (მუსიკალური ტექსტი) შექმნისა და სტუდენტებისთვის მჭევრმეტყველების კონკურსები ჩაატარა.
ასევე ჩატარდა კონკურსი ფრანგული ენის პედაგოგთა შორის.
გამარჯვებული პედაგოგები ორკვირიან პედაგოგიურ სტაჟირებას საფრანგეთში გაივლიან.