თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში „ფრანკოფონია 2019-ის” გამარჯვებულები დააჯილდოეს

18:25, 20.03.2019

ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში „ფრანკოფონია 2019″-ის კონკურსების გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ფრანკოფონია 2019″-ის ფარგლებში ფრანგულმა ინსტიტუტმა საქართველოში, მოსწავლეებისთვის კალიგრამების, ვიდეორგოლების, სლამის (მუსიკალური ტექსტი) შექმნისა და სტუდენტებისთვის მჭევრმეტყველების კონკურსები ჩაატარა.

ასევე ჩატარდა კონკურსი ფრანგული ენის პედაგოგთა შორის.

გამარჯვებული პედაგოგები ორკვირიან პედაგოგიურ სტაჟირებას საფრანგეთში გაივლიან.

მსგავსი