25-28 მარტს დაგეგმილი თბილისის რიგით 23-ე საერთაშორისო ჯაზფესტივალი გადაიდო, – ამის შესახებ „ისთერნ პრომოუშენსის“ განცხადებაშია ნათქვამი.
„11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელება პანდემიად შეაფასა და კიდევ ერთხელ გასცა რეკომენდაციების პაკეტი ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნული პაკეტი მოიცავს როგორც ჰიგიენური ნომრების დაცვის, ასევე ხალხმრავალ ადგილებზე მოხვედრისგან თავის არიდების რეკომენდაციებსაც.
მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ვითარებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შპს „ისთერნ პრომოუშენსმა“, ფესტივალში მონაწილე ვარსლკვლავებთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, 25-28 მარტს დაგეგმილი თბილისის რიგით 23-ე საერთაშორისო ჯაზფესტივალის გადადების თაობაზე. შესაბამისი მოლაპარაკებები შემსრულებლებთან უკვე მიმდინარეობს და ახალ თარიღებზე ინფორმაციას ახლო მომავალში მოგაწვდით“, – აცხადებენ „ისთერნ პრომოუშენსში“.
კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ფესტივალზე დასასწრები გაყიდული ბილეთები ძალაში რჩება.