თბილისის 19 საბავშვო ბაგა-ბაღის სამზარეულოს ბლოკში არსებული გაზქურები ელექტროქურებით შეიცვალა. ელექტროტექნიკის შესყიდვა ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ქურების ჩანაცვლების რეკომენდაცია გაიცა „ყაზტრანსგაზის“ ექსპერტების მიერ, რომლებმაც სააგენტოს მიმართვის საფუძველზე შეისწავლეს სამზარეულოს ბლოკები ყველა იმ სააღმზრდელო დაწესებულებაში, სადაც ჯერ კიდევ გაზქურებით სარგებლობდნენ.
ბავშვთა უსაფრთხოება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრიორიტეტია და ამ კუთხით, სააღმზრდელო დაწესებულებებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.