„თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, 20 ნოემბერს გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო საღამო გაიმართება
გუდიაშვილის მოედანზე, 20 ნოემბერს, 19:00 საათზე, „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის აღსანიშნავი საიუბილეო საღამო გაიმართება, რომელიც სტუმრებს გალაკტიონის შემოქმედებას, როგორც ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის შთაგონების წყაროს, გააცნობს. ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ავრცელებს.
„საღამოს წამყვანები იქნებიან ვახტანგ ჯავახაძე, ნინო კასრაძე, ლაშა ბაქრაძე და ნესტან ნენე კვინიკაძე. წამყვანები მოგვითხრობენ გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან და უცნობ დეტალებზე, მოგონებებს და წაიკითხავენ ნაწყვეტებს მისი შემოქმედებიდან. საღამოს რეჟისორია დავით საყვარელიძე, მუსიკოსები – დავით ევგენიძე, ერეკლე დეისაძე, ანუშკა ჩხეიძე, სანდრო ბიბი ჩაკვაჭაძე, ცოტნე ზედგინიძე, მაია ჯაბუა და თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით. სცენას გააფორმებს, გალაკტიონის საარქივო ფოტომასალის ინსპირაციით, მხატვარ გიორგი ჯინჭარაძის მიერ შექმნილი ილუსტრაციები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.