თბილისი-სენაკი- ლესელიძის ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე დასაქმებული მუშები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით აქციას მართავენ
თბილისი-სენაკი- ლესელიძის ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე დასაქმებული მუშები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ. ისინი ყოველდღიური ანაზღაურების 30 პროცენტით გაზრდას მოითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ რთული სამუშაოს შესრულება მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ უწევთ. მათივე თქმით, საკვებისა და ტრანსპორტის ხარჯს თავად იხდიან და ლარის გაუფასურების პირობებში, ოჯახს ამ ხელფასით ვერ არჩენენ.
გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ აქციას არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება.
„ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის“ წარმომადგენლები კი საკითხის გადაწყვეტისთვის ერთ კვირას ითხოვენ.