თბილისი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ხვალ უმასპინძლებს
თბილისი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ხვალ უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრა რიგით მერვე მინისტერიალია სამმხრივ ფორმატში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრები განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობის არსებულ დღის წესრიგს სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ენერგეტიკის საკითხებში.
სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერება საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას.
აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია მათი შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.