ინციდენტი მოხდა თბილისი-რუსთავის საავტომობილო მაგისტრალზე.
“ბმვ”-ს მარკის ავტომობილი მოულოდნელად აალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წინასწარი ვერსიით აალება სავარაუდოდ ელექტროობის გამო მოხდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სახანძრო დახმარების მანქანები იმყოფებიან.