თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე “BMW”-ს მარკის ავტომობილი აალდა

19:27, 08.11.2017

ინციდენტი მოხდა თბილისი-რუსთავის საავტომობილო მაგისტრალზე.

“ბმვ”-ს მარკის ავტომობილი მოულოდნელად აალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი ვერსიით აალება სავარაუდოდ ელექტროობის გამო მოხდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სახანძრო დახმარების მანქანები იმყოფებიან.

მსგავსი