„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის ოფისთან აქციას მართავენ [ფოტო/ვიდეო]

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების ნაწილი აქციას მრგვალ ბაღთან მართავს, სადაც საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის ოფისია განთავსებული.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი რუსთაველის გამზირიდან გაერო-ს ოფისთან მივიდნენ, რადგან არ დაუშვან „თბილისი პრაიდის“ ჩატარება.

ადგილზე შეკრებილები მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. ასევე, აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

როგორც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აცხადებენ, დაშლას ჯერ არ აპირებენ.