„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფილარმონიის მიმართულებით მსვლელობას მართავენ
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფილარმონიის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფილარმონიის მიმართულებით მსვლელობას მართავენ და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას.

რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის საავტომობილო გზა გადაკეტილია.

ამასთან, ქაშუეთის ეკლესიასთან, სადაც საპატრიარქოს ინფორმაციით, სავედრებელი პარაკლისი უნდა აღევლინოს, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტერიტორია სამართალდამცველებს ცოცხალი ჯაჭვით აქვთ გადაკეტილი.