„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, სპექტაკლი „კავკასიური მეტამორფოზა“ გაიმართა
„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, სპექტაკლი „კავკასიური მეტამორფოზა“ გაიმართა

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, სპექტაკლი „კავკასიური მეტამორფოზა“ გაიმართა.

როგორც „თბილისი პრაიდის“ ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, ღონისძიებას 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

„თბილისი პრაიდის“ კვირეული დაიწყო. „კავკასიური მეტამორფოზა“ წარმატებით და ექსცესების გარეშე დასრულდა. არსებული რისკების მიუხედავად, ღონისძიებას ასზე მეტი ადამიანი დაესწრო. მადლობა მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მამაცო ადამიანებო! ერთად ჩვენ შევცვლით!“, – აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციაში.

ღონისძიებას მედია არ დასწრებია, ინფორმაცია და ვიდეომასალა „თბილისი პრაიდმა“ „ფეისბუქზე“ გაავრცელა.