თბილისის მთავრობა კომპანია „სითი პარკის" ხელმძღვანელობას შეხვდა
თბილისის მთავრობა კომპანია „სითი პარკის" ხელმძღვანელობას შეხვდა

“ სითი პარკის “ გენერალურ დირექტორს, ბინიამინ ლაჰავს და კომპანიის იურისტებს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაზე შეხვდნენ . შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, სადაც საუბარი  კომპანიის მხრიდან მოვალეობების გადაბარების საკითხებს შეეხო.

 

როგორც ირაკლი ხმალაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, „სითი პარკი” კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის არის განწყობილი. ვიცე -მერმა „სითი პარკის” მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მიუღებელია კომპანიის ინსპექტორების მიმართ აგრესიის გამოვლენა.

 

„შეხვედრის აზრი იყო ის, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სათანადოდ გავატაროთ ის ორგანიზაციული ღონისძიებები, რომელიც საჭიროა პარკირების მონიტორინგის უწყვეტ რეჟიმში განსახორციელებლად.  ძალიან კარგია, რომ კომპანია კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის არის განწყობილი. მათთან ერთად  დიდი ღონისძიებების გატარება მოგვიწევს,  რომ სათანადოდ მოხდეს პროცესის გადმობარება.

მინდა ასევე გამოვეხმურო კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხდებას. ჩემთვის რთულად დასაჯერებელია ინსპექტორების მიმართ აგრესიის გამოვლენა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მიუღებელია.  10 აპრილამდე პარკირების სისტემის მართვას ისევ სითი პარკი განაცხორციელებს და აუცილებელია, ამ კომპანიას ჰქონდეს საშუალება, განახორციელოს პარკირების მენეჯმენტი. თუ დაფიქსირდება აგრესია, თავდასხმა ამას შესაბამისი ზომები მოჰყვება “- განაცხდა ხმალაძემ.

 

„სისთი პარკის ” იურისტის, ნანუკა ავალიანის თქმით, კომპანია ყველანაირად ეცდება  უზრუნველყოს გადაბარების ისეთი პროცესი , რომელიც ქალაქში არ დააზიანებს პარკირების მენეჯმენტს.