თბილისი 22-ე ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს [ფოტო]
თბილისი 22-ე ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს [ფოტო]

კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალი ახალი პროექტით – „თბილისი ბიგ-ბენდ ენდ ნიუ ჯაზ ჯენერეიშენ“ (Tbilisi Big-Band & New Jazz Generation) გაიხსნა.

2019 წლის ჯაზ ფესტივალის პირველი კონცერტი კონსერვატორიის დარბაზში მიმდინარეობს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჯაზ ფესტივალი კონსერვატორიის დიდ სცენაზე გაიხსნა.

ძველი და ახალი თაობის მუსიკოსები მსმენელის წინაშე ჯაზური კომპოზიციებით წარდგნენ.

თბილისის მერიის ბიგ ბენდი და ჯაზის ცნობილი ქართველი შემსრულებლები სცენაზე კონსერვატორიის ჯაზის განყოფილების სტუდენტებთან ერთად გამოვიდნენ და სხვადასხვა ცნობილი ჯაზური კომპოზიციები ერთად შეასრულეს.

1 მარტს კი „ივენთ ჰოლის“ სცენას 20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ გიტარისტი პეტ მეთინი დაიკავებს.