დღეიდან 27 ნოემბრის ჩათვლით ოლიმპიურ ქალაქში მდებარე ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენა 17-წლამდე ფრენბურთელ გოგონათა შორის აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატს მასპინძლობს.
ტურნირში საქართველოს, ესტონეთის,ლიტვის, ლატვიის,უკრაინის, სომხეთისა და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები გუნდები ითამაშებენ.
პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ხვალ, 23 ნოემბერს, 17 საათზე ესტონეთის გუნდის წინააღმდეგ ჩაატარეს.