თბილისი 17-წლამდე ფრენბურთელ გოგონათა ჩემპიონატს მასპინძლობს

20:27, 22.11.2017

დღეიდან 27 ნოემბრის ჩათვლით ოლიმპიურ ქალაქში მდებარე ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენა 17-წლამდე ფრენბურთელ გოგონათა შორის აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატს მასპინძლობს.

ტურნირში საქართველოს, ესტონეთის,ლიტვის, ლატვიის,უკრაინის, სომხეთისა და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები გუნდები ითამაშებენ.

პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ხვალ, 23 ნოემბერს, 17 საათზე ესტონეთის გუნდის წინააღმდეგ ჩაატარეს.

მსგავსი