ნიკა კვეკვესკირმა საქართველოს ნაკრები გულშემატკივრებთან ემოციურად წარადგინა [ვიდეო]

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სპეციალურ სცენაზე გუნდის წევრმა, ნიკა კვეკვესკირმა სათითაოდ წარადგინა.

ნიკა აცხადებდა სახელს, ხოლო გვარს მოედანზე შეკრებული მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი იძახდა.

სცენაზე ასულმა ფეხბურთელებმა კი ანსამბლ „მართვესთან“ ერთად საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.