„თავისუფალი თეატრის“ განახლებული შენობა საზეიმოდ გაიხსნა. თეატრის გახსნის თარიღი სიმბოლურად შეირჩა, რადგან „თავისუფალი თეატრი“ 17 წლის წინ, სწორედ 31 მარტს სპექტაკლ „კომედიანტებით“ გაიხსნა.
თეატრში გამართული პირველი წარმოდგენა, ისევე როგორც 17 წლის წინ, სპექტაკლი “კომედიანტები“ იყო.
დადგმა ნიკო გომელაურის გარდაცვალების შემდეგ რეპერტუარიდან ამოღებული იყო, დღეს კი მაყურებლის წინაშე განახლებული შემადგენლობით დაბრუნდა.