თავისუფალი თეატრი სეზონს 15 ივლისს დახურავს. სეზონის ბოლო წარმოდგენა ავთანდილ ვარსიმაშვილის „კავკასიური ცარცის წრე“ იქნება. ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს. სპექტაკლი სამ მოქმედებად იქნება წარმოდგენილი.
აღსანიშნავია რომ თავისუფალ თეატრში „კავკასიური ცარცის წრე“ ათი წელია ანშლაგით მიმდინარეობს. სპექტაკლი საქართველოს გარდა ნაჩვენები იყო ფინეთში, უკრაინასა და ესტონეთში.
აზდაკის როლს თავდაპირველად ნიკო გომელაური ასრულებდა. მსახიობის გარდაცვალების შემდეგ კი მორიგეობით გოგა ბარბაქაძე და აპოლონ კუბლაშვილი თამაშობენ.