გერმანიაში ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის წევრის, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის, ბექა ლომთაძის კლუბი „ბურგჰაუსენი“ გახდა.
ბუნდესლიგის ფინალური დაპირისპირება ორი შეხვედრისგან შედგებოდა და ქართველმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ფინალური ეტაპის ორივე შეხვედრაში იტალიელი ნიკო-ანტონიო ზარკონი დამაჯერებელი შედეგით – 16-0 და 9-3 დაამარცხა.
ბექა ლომთაძემ ბუნდესლიგაში გამართული შვიდი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.