ანრი დელანის სახელობის გრან პრის ნახევარფინალში ბუჯიაშვილი და ლომთაძე იასპარეზებენ
ანრი დელანის სახელობის გრან პრის ნახევარფინალში ბუჯიაშვილი და ლომთაძე იასპარეზებენ

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მიმდინარე ანრი დელანის სახელობის რიგით 47-ე გრან პრიზე, დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ასპარეზობს.

ტურნირზე შესანიშნავად ასპარეზობს ბექა ლომთაძე (61 კგ.), რომელმაც ორივე შეხვედრა მარტივად მოიგო და ნახევარფინალში გერმანელ მოჭიდავეს შეხვდება. ასევე კარგად ჩაატარა საკუთარი მეოთხედფინალური შეხვედრა ბექა ბუჯიაშვილმაც (57 კგ.), მან მაროკოელ სპორტსმენს შანსი არ დაუტოვა და ფინალში გასასვლელად ამერიკელ სპორტსმენს დაუპირისპირდება.

რამდენიმე წუთში მეოთხედფინალებს იჭიდავებენ – ნიკა კენჭაძე (79 კგ), დავით მარსაგიშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ).

საქართველოს ნაკრები საფრანგეთში უძლიერესი შემადგენლობით არის წარმოდგენილი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებში მედლები დღესვე მოგვიანებით გათამაშდება.