მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთხი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთხი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში დღეს სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში. ტურნირის პირველ დღეს, 2 ოქტომბერს 61, 74, 86 და 125 კგ წონითი კატეგორიების თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

საქართველოს სახელით ხალიჩაზე ბექა ლომთაძე (61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გავლენ. ლომთაძე და პეტრიაშვილი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან, გენოს კი ეს ტიტული სამჯერ აქვს მოპოვებული (2017, 2018 და 2019 წლებში).

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათიდან დაიწყება, 18:30-ზე კი ნახევარფინალები გაიმართება. დღევანდელ წონებში მედლები სამ ოქტომბერს გათამაშდება.

ოთხივე საჭიდაო ხალიჩის შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების ვებგვერდი შემოგვთავაზებს.