თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძე ბუნდესლიგის ჩემპიონია

22:27, 29.01.2018

გერმანიაში ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის წევრის, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის, ბექა ლომთაძის კლუბი „ბურგჰაუსენი“ გახდა.

ბუნდესლიგის ფინალური დაპირისპირება ორი შეხვედრისგან შედგებოდა და ქართველმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ფინალური ეტაპის ორივე შეხვედრაში იტალიელი ნიკო-ანტონიო ზარკონი დამაჯერებელი შედეგით – 16-0 და 9-3 დაამარცხა.

ბექა ლომთაძემ ბუნდესლიგაში გამართული შვიდი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

მსგავსი