გოგავა, ლომთაძე და ამინაშვილი სოფიაში ოლიმპიადის საგზურების მოპოვებას შეეცდებიან #1TVSPORT
გოგავა, ლომთაძე და ამინაშვილი სოფიაში ოლიმპიადის საგზურების მოპოვებას შეეცდებიან #1TVSPORT

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ის წევრები დასახელდა, რომლებიც სოფიაში 6-9 მაისს გასამართ ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე ტოკიოს საგზურების მოპოვებას შეეცდებიან. 

ოთარ გოგავა (57 კგ), ბექა ლომთაძე (65 კგ) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ) დღეს, დილით სოფიაში გაემგზავრნენ.

6-9 მაისს, ბულგარეთის დედაქალაქი ოლიმპიური თამაშებისათვის მსოფლიოს ბოლო სალიცენზიო ტურნირს უმასპინძლებს, საგზურებს კი მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები 6-7 მაისს იჭიდავებენ.

შეგეხსენებთ, რომ 74, 97, 125 კგ. წონით კატეგორიებში საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადის ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვს.