ყველაფერი დასრულებულია - ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ტოკიოს ოლიმპიადას დაემშვიდობა #1TVSPORT
ყველაფერი დასრულებულია - ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ტოკიოს ოლიმპიადას დაემშვიდობა #1TVSPORT

ოლიმპიურ ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის 6-დან 9 მაისის ჩათვლით სოფიაში დაგეგმილ ბოლო სალიცენზიო ტურნირზე ვერ იჭიდავებს.

ეს ინფორმაცია თავად ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია“, – წერს ოლიმპიური ჩემპიონი.

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა ბექა ბუჯიაშვილს, ასევე ინფიცირებულია ზურაბ იაკობაშვილიც. ჯერჯერობით უცნობია, ვის მისცემს ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის ბრძოლის შანსს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირი 6-დან 9 მაისის ჩათვლით სოფიაში გაიმართება.