ამინაშვილმა ვერცხლის, ხოლო ლომთაძემ და პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს | ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში #1TVSPORT
ამინაშვილმა ვერცხლის, ხოლო ლომთაძემ და პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს | ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში #1TVSPORT

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, სანდრო ამინაშვილმა (86) ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

ფინალში იგი რუს არტურ ნაიფონოვთან 0:8 დამარცხდა. ვინაიდან, კონტინენტის პირველობაზე ოლიმპიური ლიცენზიები არ თამაშდება, ამინაშვილი ოლიმპიადაზე მოხვედრას, მაისში სოფიაში გასამართ სალიცენზიო ტურნირზე წარმატებული გამოსვლით შეეცდება.

დღეს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ბექა ლომთაძე, რომელმაც აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გენო პეტრიაშვილმაც, ქართველმა ფალავანმა ბელარუსი მოჭიდავე დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე, გუშინ ბრინჯაოს მედლები ნიკა კენჭაძემ და ელიზბარ ოდიკაძემ მოიპოვეს. ხვალ ევროპის ჩემპიონატზე (მამაკაცთა შორის) დასვენებაა, ხოლო ზეგიდან საასპარეზოდ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ.